ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბის, „ტენერიფეს“ ფეხბურთელი, 30 წლის ჰესუს დე მიგელი მოედანზე მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ championat.com იუწყება.
ინციდენტი მოედანზე 2 ნოემბერს, „ტენერიფე“ - „ანდორას“ მატჩის 97-ე წუთზე მოხდა. მატჩის დროს „ანდორას“ მეკარემ, ჰესუს ოვონომ ჰესუს დე მიგელს მკერდში ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგ მან გონება დაკარგა და გული გაუჩერდა. ექიმებმა ესპანელ ფეხბურთელს რეანიმაცია ჩაუტარეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 3 ნოემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ვიზიარებთ ჰესუს დე მიგელის ოჯახის, ახლობლების და „ტენერიფეს“ გულშემატკივართა მწუხარებას. არ არსებობს ნუგეშის სიტყვები, რომლებსაც ამ დიდი დანაკლისის შევსება შეუძლია“, - წერია „ტენერიფეს“ ოფიციალურ განცხადებაში.
🔵⚪️ | Golpe fortísimo de Owono sobre Jesús de Miguel que hace que salten todas las alarmas. 🇪🇸👀 🙏🏼 Pronta recuperación a Jesús y que todo quede en un susto 🏟️ Tenerife - Andorra https://t.co/NXopIJ7p9H
— Laliga News (@laligaa_neews) November 2, 2026
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2-8 ნოემბრის კვირაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება
🎥 რატომ გვიჭირს ბოდიშის თქმა ახლობლისთვის? - ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის რჩევები
წყარო: newshub.ge