„ტიკტოკის“ დამფუძნებელი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. ჟანგ იიმინგის ქონება გასულ წელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა და წელს 49 მილიარდ დოლარს ფლობს.
ბოლო წლების განმავლობაში „ტიკტოკი“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპეციალურ მედიის აპლიკაცია გახდა და მისი პოპულარობაც დღითი დღე იზრდება.
დღეს ადამიანების უმეტესობა ძალიან დიდ დროს უთმობს აღნიშნულ აპლიკაციას.
ცნობისთვის, ByteDance-ის დამფუძნებელმა, ჟანგმა სხვა ბიზნესს მცდელობების შემდეგ პირველად ბარიერი 2012 წელს გაარღვია, როდესაც ByteDance-ის პირველი ჰიტი - ხუმრობის გაზიარების პროგრამა შექმნა, რომელიც ცენზურის გამო დახურეს. შემდეგ ის ახალი ამბების აგრეგირებაზე გადავიდა, მანამ სანამ 1 მილიარდზე მეტი გლობალური მომხმარებელი შეიძინა თავისი მოკლე ვიდეო გაზიარების პლატფორმებით, TikTok-ით და მისი ჩინური ანალოგით, Douyin-ით. ამ პროცესში მან მოიზიდა ისეთი ინვესტორები, როგორიცაა SoftBank-ი, Sequoia Capital-ი და Susquehanna International Group-ი, რაც ჩინურ ინტერნეტ-სტარტაპებისთვის იშვიათობაა და ჩვეულებრივTencent-ისა და Alibaba-ს ფართო ეკოსისტემები ისრუტავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ გამოიყურება სახლი იაპონიაში, რომელზედაც ამტკიცებენ, რომ ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს
⭕როგორი ამინდია 6-8 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი? - სინოპტიკოსების პროგნოზი