Digest Logo

🎥 „ურთიერთობას, რომელსაც დღეს საქმიანი კუთხით დაიწყებთ, რომანტიკული გაგრძელება ექნება“ - 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1730871638
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია. ეს დღე საკმაოდ საინტერესოა, სასურველი არ არის დღე აქტიურად გაატაროთ, პირიქით რაც უფრო მშვიდ გარემოში იქნებით, მით უფრო კარგია თქვენთვის. დღეს ნანახი სიზმრების გამხელა, მოყოლა არ არის სასურველი“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇 

ვერძი - ნაყოფიერი და აქტიური დღე გელოდებათ ნებისმიერი მიმართულებით. გარდა ამისა, ურთიერთობას, რომელსაც დღეს საქმიანი კუთხით დაიწყებთ, რომანტიკული გაგრძელება ექნება.

კურო - შესაძლოა რთული დღე გქონდეთ, კონფლიქტებით დატვირთული. გაგიჭირდებათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, რისი გამომწვევი მიზეზიც იქნება ის, რომ სხვის მითითებებს და რჩევებს არ ითვალისწინებთ. 

ტყუპები - არ ილაპარაკოთ ზედმეტი, ინფორმაციას, რასაც მიიღებთ არ არის სასურველი სხვას გაანდოთ. გჭირდებათ მეტი დაკვირვებულობა. 

კირჩხიბი - ნეიტრალური დღეა, ცდილობთ გადალახოთ სირთულეები, მაგრამ სიჩქარის გამო რაღაცები გამოგეპარებათ.

ლომი  - გაგიჭირდებათ კონცენტრაცია. არ იქნებით თანმიმდევრული არც ფიქრებში და არც ქმედებებში. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გამოიჩინეთ სიმშვიდე.

ქალწული - რთული დღე გაქვთ, თავს იჩენს პრობლემები. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, ვინც მეგობარი გეგონათ, შესაძლოა არ აღმოჩნდნენ და გიღალატონ, რის გამოც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. 

სასწორი - დადებითი დღე იქნება თუ დათმობებზე წახვალთ. კარგი იქნება თუ თქვენ გადადგამთ პირველ ნაბიჯებს. ყურადღება არ მიაქციოთ კრიტიკას.

მორიელი - დამღლელი დღე გელოდებათ, ერთგვაროვანი, რუტინული საქმეებით. სურვილი გიჩნდებათ გადადოთ საქმეები. 

მშვილდოსანი - ცვალებადი ხასიათი გექნებათ, რაც თქვენთან ურთიერთობას გაართულებს. სწორედ უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები. 

თხის რქა - დღეს არ არის სასურველი გულახდილობა, პირიქით, მაქსიმალურად დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. არავის გაუმხილოთ თქვენი ფიქრები და იდეები. 

მერწყული - ზედმეტად აქტიურები იქნებით, რის გამოც არასწორი შეხედულებები შეექმნებათ თქვენზე. იყავით კორექტულები, დაიცავით წესრიგი და წესები. 

თევზები - მოვიდა დრო დაკავდეთ იმით, რასაც აქამდე დროს ვერ უთმობდით. დაიწყეთ მოძრაობა, გარდა ამისა ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ რაღაცებს, რასაც აქამდე არ აქცევდით.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია 6-8 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი? - სინოპტიკოსების პროგნოზი

ცნობილი ქართველი იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე იუბილარია - „ყველას ძალიან უყვარხარ, გილოცავ“

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ დროისთვის დონალდ ტრამპი ლიდერობს