ტიმოთე შალამემ და კაილი ჯენერმა ურთიერთობა დაასრულეს - ამის შესახებ Daily Mail საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, წყვილი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს.
ამ პერიოდში მათ უკვე ჰქონდათ დაშორების ეპიზოდები, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, კაილის ყოველთვის „ეხერხებოდა მისი დარწმუნება, რომ ისევ შერიგებულიყვნენ“. ის არ გამორიცხავს, რომ ესეც დროებითი იყოს და მათ შორის ყველაფერი კვლავ განახლდეს.
„სიტყვასიტყვით, ის (შალამე) ახლა დიდ დროს ატარებს გადაღებებზე, ხოლო კაილი გრძნობს, რომ მას უნდა დაეწიოს. ის უფრო მეტად ცდილობს, ვიდრე ტიმოთე. მაგრამ იმდენად შეყვარებულია, რომ მათი შერიგება სრულიად რეალურია. წერტილი ჯერ არ დასმულა“,- განაცხადა წყარომ. წყვილის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ფანებში ურთიერთობის დასასრულზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 29 წლის შალამემ ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში გულახდილად თქვა, რომ „არ აპირებს ურთიერთობის შესახებ საუბარს, რადგან სათქმელი უბრალოდ არაფერია“ - ფრაზა ბევრმა კაილისადმი ირონიულად გაიგო. გარდა ამისა, საზოგადოებამ შეამჩნია, რომ კაილი დედის, კრის ჯენერის, 70 წლის იუბილეზე - „წლის წვეულებაზე”, რომელსაც მილიარდერები და A-list ვარსკვლავები ესწრებოდნენ - მარტო მივიდა.
ტიმოთე შალამე და კაილი ჯენერი ერთმანეთს პირველად 2023 წლის აპრილში, პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდნენ. მას შემდეგ ისინი არაერთხელ გამოჩნდნენ ერთად - სპორტულ მატჩებზე, შალამეს ფილმის გადაღებებზე და სხვა ღონისძიებებზე.
თუმცა შალამეს ყველა ფანი არ იზიარებდა ამ კავშირს - ბევრს მიაჩნდა, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი მისთვის არასასურველი პარტნიორი იყო. კაილის ორი შვილი ჰყავს ყოფილი ბოიფრენდისგან, რეპერ ტრევის სკოტისგან, ხოლო შალამეს ადრე რომანი ჰქონდა მადონას შვილ ლურდესთან და ჯონი დეპის ქალიშვილ ლილი-როუზ დეპთან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეშმაკი ატარებს „პრადას“ - მეორე სეზონის პირველი თიზერი გამოქვეყნდა
⭕2025 წლის ნოემბრის მეორე ნახევარი, ძირითადი ასტროლოგიური მოვლენები - ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი
წყარო: www.beaumonde.ge