Digest Logo

ტომ ბრედი და კენდის სვეინპული უკვე რამდენიმე თვეა ხვდებიან - წყვილმა რომანი დამალა

1792951560
ტომ ბრედი და კენდის სვეინპული

ცნობილი ფეხბურთელი ტომ ბრედი და სუპერმოდელი კენდის სვეინპული ურთიერთობაში არიან. გამოცემა People-ის ცნობით, ისინი უკვე გარკვეული პერიოდია ერთმანეთს ხვდებიან და დიდ დროს ატარებენ ერთად.

როგორც ინსაიდერი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, წყვილი მაიამიში ცხოვრობს, რაც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, ურთიერთობის საიდუმლოდ შენარჩუნებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ.

„კენდისმა და ტომმა უკვე რამდენიმე თვეა, რაც ერთმანეთის გაცნობა დაიწყეს. ის ძალიან ფრთხილობდა და ინფორმაციას სხვებს არ უზიარებდა. შეხვედრების დროს კი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ პაპარაცების ობიექტივში არ მოხვედრილიყვნენ“, - აცხადებს წყარო.

თავად წყვილი რომანის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს, ხოლო მათმა წარმომადგენლებმა მედიის კითხვებს პასუხი არ გასცეს.

შეგახსენებთ, რომ ტომ ბრედი წარსულში მოდელ ჟიზელ ბიუნდჰენზე იყო დაქორწინებული, რომელსაც 2022 წელს დაშორდა. მას ასევე ჰყავს შვილები წინა ურთიერთობებიდან. რაც შეეხება კენდის სვეინპულს, მოდელს ყოფილ საქმროსთან, ჰერმან ნიკოლთან ორი შვილი ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕10 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ - ფსიქოლოგების მთავარი გაფრთხილება მშობლებს

⭕ „ვამაყობ შენით, ძმაო! შენ გვერდით, ყოველთვის!“ - თორნიკე შენგელია მერაბ დვალიშვილზე

⭕ შიო მესამე: დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვმადლობთ მას და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ კიდევ ერთი დიდებული და ღირსშესანიშნავი დღის მომსწრენი გავხდით

წყარო: people.com

✕