Digest Logo

ტომ კრუზისა და ქეითი ჰოლმსის ქალიშვილმა, სურიმ, მამის გვარზე უარი თქვა

1785221665
ტომ კრუზიტომ კრუზი

ჰოლივუდის ვარსკვლავების, ტომ კრუზისა და ქეითი ჰოლმსის 20 წლის ქალიშვილმა, სურიმ, ოფიციალურად უარი თქვა მამის გვარზე. ამის შესახებ გამოცემა People იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სკოლის გამოსაშვებ ცერემონიალზე, სადაც კურსდამთავრებულთა სიები გამოქვეყნდა, გოგონა მოხსენიებული იყო, როგორც სური ნოელი და არა სური კრუზი. „ნოელი“ დედის, ქეითი ჰოლმსის მეორე სახელია.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, სურიმ სრულწლოვანების მიღწევისთანავე გადაწყვიტა, რომ საჯარო სივრცეში დედის სახელი ატაროს.

შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზი და ქეითი ჰოლმსი 2012 წელს, ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მას შემდეგ სური ძირითადად დედასთან, ნიუ-იორკში იზრდებოდა. ტაბლოიდების ცნობით, ტომ კრუზს ქალიშვილთან წლებია აქტიური ურთიერთობა არ ჰქონია.