Digest Logo

ტრამპი გეგმავს, თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიოს - AP

1731325335
დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნებიდან პირველივე დღეს გეგმავს, რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიწვიოს.

ამის შესახებ Associated Press-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია ტრამპის გეგმების შესახებ ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შეუძლია 24 საათში რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შეაჩეროს. არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების ოფიციალური გამოცხადების შემდეგ მისმა პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი ახლა შეძლებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინაში.

„[მისი, როგორც პრეზიდენტის] პირველი დღე მოიცავს უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანას ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა ტრამპის პრესმდივანმა.

ამასთან, პირველი დღეების განმავლობაში ტრამპის საქმეების სიაში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაწყება;

ბაიდენის ადმინისტრაციის განათლების პოლიტიკის შეცვლა;

ფედერალური მთავრობის რეორგანიზაცია ათასობით ფედერალური თანამშრომლის გათავისუფლებით, რომლებიც, ტრამპის აზრით, მის წინააღმდეგ ფარულად მუშაობენ;

მათი შეწყალება, ვინც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრა.

წყარო: newshub.ge