
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „რადიკალი შეშლილების გროვა მართავს“. ტრამპმა სააგენტოში საკადრო ცვლილებები დააანონსა.
ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
დონალდ ტრამპის თქმით, სააგენტოს ხელმძღვანელობას თანამდებობიდან მოხსნის, შემდეგ კი „შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“.
USAID აშშ-ის საგარეო სამოქალაქო დახმარებაზე და განვითარების საკითხებში თანამშრომლობაზეა პასუხისმგებელი. ამ სააგენტოს წლიური ბიუჯეტი 42,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
მანამდე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ბიზნესმენმა ილონ მასკმა გააკრიტიკა, რომელიც დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა. მასკმა USAID-ს დანაშაულებრივი ორგანიზაცია უწოდა და ის ბიოლოგიური იარაღის შექმნის დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა 90 დღით ყველა ქვეყნისთვის დახმარების პროგრამები შეაჩერა. გამონაკლისი მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარება შეეხო. თეთრი სახლის ხელმძღვანელი აპირებს გაარკვიოს, თუ რამდენად შეესაბამება ამ თანხების განაწილება აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
წყარო: newshub.ge