Digest Logo

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობას სულ მცირე16 ადამიანი ემსხვერპლა

1726550728
ევროპაში წყალდიდობა

ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, წყალდიდობამ სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ავსტრიაში.

პოლონეთის მთავრობამ დაზარალებული რაიონები კატასტროფის ზონებად გამოაცხადა და საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა. BBC-ს ცნობით, ნისას მერმა ევაკუაციისკენ მოუწოდა ქალაქის მთლიან მოსახლეობას - 44 ათას ადამიანს.

ჩეხეთში მოსახლეობის ევაკუაციისთვის, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენები გაიგზავნა. ავსტრიამ ზარალის ასანაზღაურებლად 300 მილიონი ევრო გამოყო. სტიქიას ებრძვიან უნგრეთსა და სლოვაკეთშიც. ბუდაპეშტში დუნაის მახლობლად გზების ჩაკეტვა გადაწყვიტეს, რადგან მდინარეში წყლის დონე ყოველ 24 საათში დაახლოებით 1 მეტრით იწევს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში მატჩის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა

⭕ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში