Digest Logo

ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

1726550323
საქართველოს დროშა

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.

ღია მმართველობის შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 59% დაიმსახურა და ბრაზილიასთან და ინდოეთთან ერთად თანაბარი შეფასებით მსოფლიოში 41-ე პოზიციაზეა.

ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო ღია მმართველობით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას.

საქართველო ლიდერია მეზობელ ქვეყნებს შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „ჰარმონიული სამკუთხედი იქმნება, რაც აძლიერებს იღბალს“ - 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

„მომაჯადოებელი ანგელოზი ხარ“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს