Digest Logo

წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ხომალდის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა

1743077222
წყალქვეშა ხომალდ

ეგვიპტეში, ჰურგადასთან წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ხომალდის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულია ცხრა მგზავრი.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე სულ 40-მდე ტურისტი იმყოფებოდა. რამ გამოიწვია ხომალდის ჩაძირვა, ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც მედია წერს, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.