Digest Logo

წლის მთავარი მოვლენა მოდის სფეროში Met Gala 2024 - გამორჩეული ლუქების ფოტოკოლაჟი

1715073258
მეტ გალა მეტ გალა

მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივი, კოსტიუმირებული საღამო „მეტ გალა“ - ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის მხარდასაჭერად, ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს, 76-ე წელია იმართება.

Met Gala 2024-ის წლევანდელი თემაა „დროის ბაღი“.

ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ რამდენიმე ადამიანისთვის შექმნა საოცარი კოსტიუმი, თუმცა თავად წითელ ხალიჩაზე გამოჩენა არ ისურვა.

დემნას ძმა, გურამ გვასალია კი კვლავ ამერიკელ რეპერ doja cat-თან ერთად გამოჩნდა.

პირველად ეს ღონისძიება საქველმოქმედო მიზნით ტარდებოდა. დღეს კი მოდის სფეროში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. წვეულებას ესწრებიან როგორც მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე მსოფლიო კინოს და შოუბიზნესის ვარსკვლავები. ღონისძიებისთვის ყოველ წელიწადს ახალი თემა ირჩევა და სწორედ ეს თემა ხდება შთაგონების წყარო და ინსპირაცია ყველაზე ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი საოცარი კოსტიუმების და კაბებისა.

„დაიჯესტი“ წარმოგიდგენთ რამდენიმე გამორჩეულ ლუქს, რომელიც საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი, უცნაური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

გურამ გვასალია და რეპერი doja cat

ცნობილი მსახიობი, ზენდეია Alexander Mcqueen-ის კაბაში გამოჩნდა.

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი 

მოდის მთავარი კრიტიკოსი, ანა ვინტური, სამოსი - Loewe 

კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი წევრი, კიმ კარდაშიანი

ლეგენდარული ნიკოლ კიდმანი, სამოსი - BALENCIAGA

მსახიობი ედრიენ ბროდი და ფორმულა 1-ის მრბოლელი, ლუის ჰამილტონი

მოდელი ჯიჯი ჰადიდი, კაბა Thom Browne 

მომღერალი ლანა დელ რეი 

კაილი ჯენერი

მსახიობი ჩარლი ჰანემი

ცნობილი დიზაინერი, დონატელა ვერსაჩე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქრისტე აღდგა“ – ბავშვთა გუნდის „შავნაბადას“ შესრულება

⭕ რა სარგებლობა მოაქვს პასკას - გიორგი ღოღობერიძე ტკბილეულის დადებით მხარეზე საუბრობს

⭕🎥 „ყველაფერია ჩემთვის, მეგობარი, ყველაზე დიდი გულშემატკივარი“- ლევან საგინაშვილი დედაზე