Digest Logo

ცნობილია, რუსეთის დატოვების შემდეგ, სად იცხოვრებს ალა პუგაჩოვა - მომღერალი მოსკოვში სასახლეს ყიდის

1664691074
ალა პუგაჩოვა

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან ახლოს, სოფელ გრიაზში მდებარე ფეშენებელური ვილა გასაყიდად გამოიტანა და საცხოვრებლად ისრაელში წავიდა, ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, პუგაჩოვას ისრაელის პასპორტიც აქვს. 

სახლს მომღერალი 1 მილიარდ რუბლად აფასებს, თუმცა ყიდვის მსურველი, ჯერჯერობით, არ ჩანს. ვილაში ახლა მისი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი ცხოვრობს.

საცხოვრებლის ფართი 2300 კვადრატული მეტრია. სახლს აქვს ზამთრის ბაღი, ობსერვატორია, სპორტკომპლექსი, მიწისქვეშა ავტოფარეხი, ლიფტები და კინოთეატრი.

მედიაში ვარაუდობენ, რომ რუსმა მომღერალმა ქვეყანა სამუდამოდ დატოვა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⏺„მორჩა, შენი პარპაში... კუდის მაღალჩინოსანი მიანონსებდა ჩემს არც თუ სახარბიელო მომავალს“ - ლალი მოროშკინა

„კარგი დღეა უცხოელებთან საკონტაქტოდ, კაპიტალდაბანდებისათვის, ფილტვების, ხელებისა და მხრების სამკურნალოდ“ - მიხეილ ცაგარელი

⏺აშშ-ს საელჩოს განცხადება - მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია

წყარო: rustavi2.ge