
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ცნობილი თურქი მსახიობი და მომღერალი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ჰადიზე, ირემ დერიჯი, კუბილაი აკა, კაან ილდირიმი, დემეთ ევგარი, ბერაკ თუზუნატაჩი, მერთ იაზიციოღლუ და სხვა პირები.
როგორც ადგილობრივი მედიები იუწყებიან, გამოძიება დაწყებულია „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენების“ საქმეზე და მთავარმა პროკურატურამ ბრძანება გასცა დაკავებულებისგან სისხლის ნიმუშების აღების შესახებ.
თუ დაკავებულებს დაუმტკიცდებათ ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების გამოყენება, მათი სამართლებრივი სტატუსი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ შემთხვევაზე, ნივთიერების ტიპზე, რაოდენობაზე და დანაშაულის გარემოებებზე.
თურქული კანონმდებლობის მიხედვით: პირადი მოხმარება მსუბუქი დანაშაულია, თუ ნივთიერება მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი. სასჯელი კი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
კრიმინალური განაწილება ან გაყიდვა მძიმე დანაშაულია. სასჯელის ზომად 5–15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შემთხვევაში - 10–20 წელს ითვალისწინებს.