თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა.
მედიის ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 848-ს მიაღწია. სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 553 შეადგინა.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
ჯამში თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 4 მოქალაქე ემსხვერპლა.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 დაათვალიერეთ ნინო ნადირაძის მდიდრული სახლი, რომელსაც 4 წელი აშენებდნენ
„ზამთრიდან ზაფხულში“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე
„დიდი მოლოდინის შემდეგ...“ - ცნობილია, როდის ბრუნდება დათი საქართველოში