Digest Logo

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

1693805868
ავარია თუქრეთი

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში რამდენიმე საათიანი ინტერვალით ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პირველ ავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა და 42 დაშავდა, მეორე ავარიის შედეგად კი, როდესაც მსუბუქი ავტომობილი ჯერ ავტობუსს, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა, 4 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.

მედიის ცნობით, ავტობუსს ქორწილში მიმავალი ადამიანები გადაჰყავდა. დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა

🔵 „ორსული ქალი, ოთხი ბავშვით და მოხუცი დედით, აი აქ ცხოვრობს, არ აქვთ არც წყალი, არც გაზი, არც ტუალეტი“ - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს