Digest Logo

„ორსული ქალი, ოთხი ბავშვით და მოხუცი დედით, აი აქ ცხოვრობს, არ აქვთ არც წყალი, არც გაზი, არც ტუალეტი“ - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

1693804856
აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საზოგადოების თანადგომა კიდევ ერთ მარტოხელა დედას სჭირდება.

„უბრალოდ წაიკითხეთ 

ორსული ქალი, ოთხი ბავშვით და მოხუცი დედით, აი აქ ცხოვრობს, სადაც ხედავთ.

მართლა ლამის გული გაგვისკდა,

ორსულ ქალს მთელი ზაფხული გარეთ, "ლეჟანკა"-ზე ეზოში ეძინა, რომ ბავშვებს ერთადერთ საწოლზე დაეძინათ, რომელიც აბადიათ და ზედ არ აწვიმს.

არიან რამდენიმეჯერ ძალადობის მსხვერპლები, არ აქვთ არც წყალი, არც გაზი, არც ტუალეტი, სახურავიც არ აქვს ამ რაღაცას. საერთოდ არაფერი არ აბადიათ და სოციალური დახმარებით არსებობენ. მამა, რამდენჯერმე არის ნასამართლევი ოჯახურ ძალადობაზე. საცოდაობა ხდება მართლა.

ცხოვრობენ ამ ნანგრევებში და ძალიან სასწრაფოდ თუ არ დავეხმარეთ, ბავშვები ან ზამთარს ვერ გადაიტანენ, ან სოციალური სამსახური რასაც იზამს, მიხვდებით.

ძალიან სასწრაფოდ გვჭირდება, ყველას დახმარება. მისამართს და ვინაობას ვერ ვიტყვით, არც იცით რა ჯოჯოხეთი აქვთ გადატანილი. ნოემბერში კიდევ მეხუთე პატარას ელოდება.

ბავშვები იმსახურებენ ნორმალურ ცხოვრებას დედასთან ერთად!

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადავარჩინოთ ოჯახი!

რაც შეიძლება სწრაფად ვეცდებით ყველაფრის მოგვარებას!

ერთად ყველაფერს შევძლებთ“,- წერს სინჯიკაშვილი. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს სამი ერთად საოცრებაა, ბრავო ანრი ეს რომ მოიფიქრე“ - ანრი ჯოხაძის, ოთო ბაზერაშვილის და ნიკოლოზ ხარატის შესანიშნავი შესრულება

🔵„დავამთავრეთ საზაფხულო ტური... ახლა ჩემი არდადეგები დაიწყო“ - სტეფანე მღებრიშვილი

🎥 „რა მაგარია, ორსულად არის აშკარად“ - შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა თურქეთში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა