Digest Logo

თურქეთში გლოვის დღეა - ბოლო მონაცემებით, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

1737525089
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქვეყანაში დღეს გლოვის დღეა.

თურქეთის პრეზიდენტმა პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო და ყველას დაზარალებულთა სოლიდარობისკენ მოუწოდა.

სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევის შედეგად, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი - მათმა დიდმა ნაწილმა დაზიანებები ფანჯრიდან გადახტომის დროს მიიღო.

ხანძრის გაჩენის დროს, შენობაში 240-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕22 იანვარს თემურ წიკლაურის დაბადების დღეა - იგი დღეს 79 წლის გახდებოდა

⭕როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით