თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 4.6 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მნიშვნელოვანი შეხვედრების და მისტიკური დღეა“ - დღის პროგნოზი
🔵მიწისძვრის მომენტის ჩანაწერი - მედდის პირველი ინსტინქტი - მაშინვე ბავშვების გადასარჩენად გაიქცა