თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა ქალაქ ედირნეში, საბერძნეთის საზღვარზე ათეულობით ეგზოტიკური ცხოველის უკანონოდ შეყვანის ფაქტი დააფიქსირეს.
მედიის ცნობით, სამგზავრო მანქანაში, რომელსაც ბერძნული სანომრე ნიშნები ჰქონდა, საბარგულში 3 კენგურუ, 3 ალპაკა და 1 პატაგონური მარა იყო, ხოლო მანქანაში 12 თუთიყუში და 23 მფრინავი ციყვი. დიდი ცხოველები შეკრული ჰყავდათ, პატარა ცხოველები კი გალიაში.
სამართალდამცველებმა მანქანის მძღოლი დააკავეს.
ყველა ცხოველი გადარჩა და გადაიყვანეს ბუნების დაცვისა და ეროვნული პარკების სამსახურში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „8-წლიანი ძიება დასრულებულია...“ - თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა
⭕ რომი-ქუთაისის ავიარეისზე მგზავრი გარდაიცვალა
⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით