Digest Logo

„უბრალოდ სექს-სიმბოლოა თუ მსახიობი?“ - პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდისა და ფილმ „ქარიშხლიან უღელტეხილს“ აკრიტიკებს

1776776692
პედრო ალმადოვარი

ესპანელმა კინოლეგენდამ, პედრო ალმოდოვარმა, პოდკასტში La Pija y la Quinqui სტუმრობისას, თანამედროვე კინოსა და მსახიობების შესახებ საკმაოდ პირდაპირი და კრიტიკული განცხადებები გააკეთა. რეჟისორმა ყურადღების ცენტრში მოაქცია როგორც ახალი ეკრანიზაცია „ქარიშხლიანი უღელტეხილები“, ისე ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი ჯეიკობ ელორდი.

ალმოდოვარმა ემილი ბრონტეს კლასიკის, „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ (Wuthering Heights) ბოლო ეკრანიზაციას „ძალიან ცუდი“ უწოდა. რეჟისორმა, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი ვიზუალური სტილითა და დრამატურგიით, ფილმის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა, თუმცა პოდკასტში უფრო მეტი ყურადღება მსახიობების შერჩევის პროცესმა მიიპყრო.

ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი ჯეიკობ ელორდის შეეხო. როდესაც წამყვანმა ჰკითხა, განიხილავდა თუ არა რეჟისორი მას რომელიმე როლზე, ალმოდოვარმა გულწრფელად უპასუხა:

„ვფიქრობდი, ის უბრალოდ სექს-სიმბოლოა, თუ აღიარებული მსახიობი“,- განაცხადა რეჟისორმა.

ალმოდოვარი ცნობილია თვისი მომთხოვნი ბუნებით მსახიობების მიმართ.

მიუხედავად ელორდის დიდი პოპულარობისა, ოსკაროსანი რეჟისორისთვის მთავარი კითხვა კვლავ მსახიობის პროფესიულ შესაძლებლობებს უკავშირდება.