„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, თვეში ერთხელ არის ხოლმე კვირა, როდესაც ყველასთვის კარგია და ეს კვირა სწორედ ასეთი არის“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, დღეიდან, 20 აპრილიდან, მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანში ერთი თვით გადავიდა.
„კუროს თვისებები შემოდის წინა პლანზე.
სამშაბათს დაღმავალ კვანძთან საინტერესო ურთიერთობებში შედის სელენა - „თეთრი მთვარე“, დაღმავალი კვანძი ქალწულში ეს კი გეუბნება თუ გინდათ დაგეხმაროთ მფარველი ანგელოზი, მაშინ დაიცავი სისუფთავე და წესრიგი თქვენს ირგვლივ, დაალაგეთ აზრები, სახლები და საქმეები მაშინ ეს იქნება თქვენი წარმატების ფაქტორი.
პარასკევს ვენერა - ხელოვნების, სიყვარულის და სილამაზის მმართველი პლანეტა გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში 19 მაისამდე, იქნება გაუთავებელი ფლირტი და გაორება.
შემდეგ კვირას კი პლანეტა ურანი, რომელიც თავისუფლების მმართველი პლანეტაა 7 წლით 2033 წლის მაისამდე გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, ტოვებს კუროს ზოდიაქოს ნიშანს. განვითარდება ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, მოიმატებს ინტელექტუალური შესაძლებლობები და შეიცვლება ტექნიკები.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი პროგნოზი ასე გამოიყურება:
♈️ ვერძი - ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანია, ჯანზეა და წარმატების შანსები აქვს მაღალი ყველა კუთხით, ჯერ კიდევ თქვენი დროა.
♉️ კურო - აწი ნელ-ნელა გამოცოცხლდებით და იგრძნობთ, რომ ძლიერდება შრომისუნარიანობა და წარმატების შანსები ყოველ დღე მატულობს.
♊️ ტყუპები - ეს კვირა კარგია, თუმცა შემდეგი კვირიდან იგრძნობთ რომ შედიხართ დაბადების წინა პერიოდში, როცა თქვენი იმუნიტეტი ეცემა, ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ, ამ კვირაში ყველაფერი გამოგდით.
♋️ კირჩხიბი - იწყება გამოცოცხლების დრო, გრძნობთ რომ გემატებათ მფარველობა და ჯანი. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც დაგეხმარებათ.
♌️ ლომი - გამოცოცხლდით რადგან პერიოდი კარგია, ენდეთ ინტუიციას. მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი დროა.
♍️ ქალწული - მატულობს ენერგოტონუსი, მარტივად წყვეტთ ურთულეს საკითხს. გაქვთ პასუხისმგებლობის არნახული შეგრძნება, რაც აუცილებლად დაგიფასდებათ.
♎️ სასწორი - მთავარია თქვენთვის ამ კვირაში პარტნიორული ურთიერთობა, აქ აუცილებელია შეინარჩუნოთ სტაბილურობა, რათა კვირა იყოს ყველა მხრივ წარმატებული. გაქვთ ჯანი და იღბალი.
♏️ მორიელი - ნელ-ნელა გამოცოცხლდებით, გემატებათ ჯანი და ნაკლებად იღლებით. გაქვთ სურვილი სახლში შეცვალოთ რაღაცები, ავეჯი ან დიზაინი.
♐️ მშვილდოსანი - სიყვარულის დროა, ახლა ამისთვის საუკეთესო პერიოდია, არის ზე-მიზიდული, ხვდებით ყურადღების ცენტრში. ასევე კარგი პერიოდია კონკურსებში და ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად.
♑️ თხის რქა - გემატებათ ენერგოტონუსი, ყველა გეხმარებათ და შეგიძლიათ ბევრი რამ შეცვალოთ და იყიდოთ ისეთი, რამ რაც დიდი ხანი გინდოდათ.
♒️ მერწყული - ჯერ კიდევ ხართ ჯანზე, ამიტომ ეს კვირა გამოიყენეთ, ამ კვირაში გაქვთ შანსები გაიცნოთ ახალი ადამიანები, მგზავრობა მოგზაურობისთვის და სწავლისთვის საუკეთესო პერიოდი დგება.
♓️ თევზები - აქ თქვენ რაც მოგეთხოვებათ ამ კვირაში, არის ის რომ ზედმეტად არ ენდოთ ადამიანებს, მით უმეტეს თუ ის ადამიანი არ არის დიდი ხნის ნაცნობი, იყავით ფრთხილად. ძლიერდება ინტუიცია, გემატებათ შარმი და წარმატების შანსები იზრდება.
ნახეთ, ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღევანდელ მოქმედებებს შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს“ - 20 აპრილის ასტროპროგნოზი