წუხელ მარიუპოლის დაბომბილი სამშობიარო სახლის ფოტოზე დაფიქსირებულმა ორსულმა გოგონამ ქალიშვილი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ოლგა ტოკარიუკი „ტვიტერზე“-ზე ავრცელებს. მისი თქმით, ახალგაზრდა დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ისინი მარიუპოლში რჩებიან.
„მარიანას ნათესავისგან გავიგე, რომ გოგონას მარიუპოლის დაბომბილი საავადმყოფოდან გუშინ, საღამოს 10 საათზე, გოგონა შეეძინა! ისინი კარგად არიან, მაგრამ მარიუპოლში ძალიან ცივა და დაბომბვა არ წყდება“, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
I received an update from a relative of Marianna - a pregnant girl from Mariupol's bombed hospital. They were able to reach her on the phone briefly. Last night at 10pm, Marianna gave birth to a baby girl! They are ok, but it's very cold in Mariupol and the bombing doesn't stop pic.twitter.com/PSLxI6I0zZ
— Olga Tokariuk (@olgatokariuk) March 11, 2022
ასევე დაგაინტერესებთ👇