Digest Logo

„უკრაინაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და არა რუსეთი. ძალიან მტკივა და მრცხვენია, როცა საქართველოს რუსეთის მეგობრებსა თუ თანამოაზრეთა შორის მოიხსენიებენ“ - ნინო სუხიშვილი

1646992091
ნინო სუხიშვილი ქორეოგრაფი

ეროვნული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ ფმ“ ესტუმრა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

რას ფიქრობთ უკრაინელებთან ერთად რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოსვლაზე საქართველოში?

ნინო სუხიშვილი:

„ომმა ბევრ უკრაინელს აიძულა გაქცევა, ზოგმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი, ზოგი საქართველოში ჩამოვიდა. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველებმა ამგვარი თანაგრძნობა გამოვიჩინეთ და მხარში ამოვუდექით უკრაინელებს. ჩემი აზრით, სწორედ უკრაინაა ჩვენი მეგობარი ქვეყანა და არა რუსეთი. მეტიც, ძალიან მტკივა და მრცხვენია, როცა საქართველოს რუსეთის მეგობრებსა თუ თანამოაზრეთა შორის მოიხსენიებენ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე უკრაინელების მეგობარი ვარ და არა რუსების.  მართალია, დღევანდელი რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია და უამრავი ხალხი გაურბის პუტინის რეჟიმს, მაგრამ ძალიან რთულია განსაზღვრო, ვის რა განწყობა და მიზნები აქვს. მცირე პროვოკაციაც საკმარისია, რათა რუსებს საბაბი მიეცეთ და ახლა საქართველოში მოინდომონ საკუთარი მოქალაქეების დაცვა.

ვფიქრობ, ნაკლებად მნიშვნელოვანია, შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს, რადგან უკრაინაში სასურველის მიღწევის შემდეგ, რუსეთი აუცილებლად ჩვენ შემოგვიტევს. სამწუხაროდ, იმპერიალისტ რუსებს ასეთი მენტალიტეტი აქვთ და სხვანაირად აზროვნება არ შეუძლიათ, ამიტომ მათ მასობრივ შემოდინებაშიც სერიოზულ საფრთხეს ვხედავ, რადგან მცირე ერი ვართ და ნამდვილად ვერ შევძლებთ უკრაინელების მსგავსად საკუთარი ქვეყნის დაცვას“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

ვლადიმერ ჟირინოვსკი კომიდან მეორედ გამოვიდა

„როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ვრცელდება არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში“ - გიორგი ფხაკაძე

„რამდენიმე წუთის მანძილზე ჭამდა და ის-ის იყო, ბოლო ლუკმა დაღეჭა, რომ ...“ - რას წერს დავიდ ჩუთლაშვილი

წყარო: fortuna.ge