Digest Logo

Variety: ჯონი დეპმა შესაძლოა „ოსტატის და მარგარიტას“ ეკრანიზაციაში ითამაშოს

1765732505
ჯონი დეპი ჯონი დეპი

„ჯონი დეპი მიხეილ ბულგაკოვის რომანის, „ოსტატი და მარგარიტას“, პირველი ინგლისურენოვანი ადაპტაციის პროდიუსერი გახდება. გარდა ამისა, მან შესაძლოა ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულოს“, - წერს Variety.

პროექტის შესახებ განცხადება საუდის არაბეთის კინოფესტივალზე „წითელი ზღვა“ გაკეთდა. გადაღებების დაწყება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.

ფილმი დეპის კომპანია IN.2 Film-ის მონაწილეობით იქმნება, თუმცა რეჟისორი, ისევე, როგორც პროექტის სხვა მონაწილეები, ჯერ შერჩეული არ არის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბევრი ადამიანი ლოცულობდა ჩემთვის... სულ ვიძახდი რომ ყველაფერი მაქვს, მაგრამ შვილი არ მყავდა“ - თამუნა ამონაშვილი

⭕„არაამქვეყნიურ ნიჭს დაბალი ქულა დაუწერა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდათ და შურდათ!...“ - უჩა პირმისაშვილი ანიტა აბგარიანზე

⭕„ვიტამინი B7-ის მიღებამ, შესაძლოა, შეცვალოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია“ - ზაზა თელია საკვებ დანამატებზე