სოციალურ ქსელში უჩა პირმისაშვილი, რომელიც ხშირად აქვეყნებს საჭირო ინფორმაციებს სხვადასხვა თემაზე ამჯერად მორიგ პოსტს გვიზიარებს, სადაც საბავშვო „ევროვიზია 2025-ზე“ საუბრობს:
„ანიტა, შენ ხარ გამარჯვებული - მიყვარხარ!
თუკი რომელიმე ქვეყანამ ამ არაამქვეყნიურ ნიჭს დაბალი ქულა დაუწერა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდათ და შურდათ!
მადლობა ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმოჩენისთვის - უთვალავი გამარჯვება გელოდება წინ“, - წერს უჩა პირმისაშვილი.
ცნობისთვის, საბავშვო „ევროვიზიას“ წელს საქართველომ წარმატებით უმასპინძლა.
კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი ლუ დელუზი გახდა.
საქართველოს წარმომადგენელმა ანიტა აბგარიანმა 176 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.
საბავშვო „ევროვიზიის“ დასკვნით შოუში, რომელიც ოლიმპიურ ქალაქში გაიმართა, ევროპის 18 ქვეყნიდან, 9-დან 14 წლამდე ასაკის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
საბავშვო „ევროვიზია“ 20 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. კონკურსს, საშუალოდ, 70 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
2025 წლის საბავშვო „ევროვიზია“ კულტურის სამინისტროს, Starring Georgia-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით განხორციელდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: