ვატიკანმა რომის პაპის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ კათოლიკე მღვდლებს შეეძლებათ ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევა.
როგორც Reuters-ი წერს, ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ეს არ იქნება რეგულარული საეკლესიო რიტუალის ან ლიტურგიის ნაწილი.
ვატიკანის დოქტრინალური სამსახურის დოკუმენტში, რომლითაც ფაქტობრივად გაუქმდა იგივე ორგანოს მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული დეკლარაცია, ნათქვამია, რომ ასეთი კურთხევა არ დააკანონებს არარეგულარულ სიტუაციებს, მაგრამ იქნება ნიშანი იმისა, რომ ღმერთი მიესალმება ყველას.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კურთხევა არ ნიშნავს ერთნაირსქესიან წყვილთა კავშირის აღიარებას.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მღვდლებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თითოეული შემთხვევის საფუძველზე და არ უნდა აღკვეთონ ან აკრძალონ ეკლესიის სიახლოვე ადამიანებთან იმ სიტუაციაში, როდესაც მათ შეუძლიათ ღვთის დახმარება ითხოვონ კურთხევის მეშვეობით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 ჩინეთში მომხდარ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა