Digest Logo

🎥 ვენეციის კინოფესტივალის გახსნაზე ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი ერთად გამოჩნდნენ

1724938461
მონიკა ბელუჩი

ვენეციის კინოფესტივალის გახსნაზე ტიმ ბარტონი და მონიკა ბელუჩი ერთად გამოჩნდნენ. წყვილმა არჩევანი შავი ფერის სამოსზე შეაჩერა.

11 დღის განმავლობაში, კუნძული ლიდო მსოფლიო ვარსკვლავებსა და უახლეს კინო ნამუშევრებს უმასპინძლებს.

წელს ფესტივალის მთავარ კონკურსში 21 ფილმია, მათ შორის, პედრო ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი ნამუშევარი.

„ოქროს ლომისთვის“ იბრძოლებს ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის „აპრილი“. ვენეციის 81-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები 7 სექტემბერსვე გახდება ცნობილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დიდი თუ პატარა ყველა ტრიალებდა და ფუსფუსებდა“ - რას წერს გიორგი გაბუნია?

🎥 „მარიამობას გილოცავთ ჩემო საქართველო და ქართველებო...საქართველო ძლიერი ქვეყანაა მომავალში, ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კავკასიაში“- ლელა კაკულია ვიდეომიმართვას ავრცელებს

⭕29 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება -