Digest Logo

„დიდი თუ პატარა ყველა ტრიალებდა და ფუსფუსებდა“ - რას წერს გიორგი გაბუნია?

1724935298
გიორგი გაბუნია

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახზე და რაჭაში გატარებულ დღეებზე საუბრობს საუბრობს:

„მოკლედ საოცარ ამბავს გიამბობთ,როგორ ინახავს მთა ყველაფერ ქართულს! ოჯახებით სამი დღეა ვისვენებთ რაჭაში, თან საქმე!! გადავწყვიტეთ შუალედში წავსულიყავით „ყვირილას ჩანჩქერზე”, სადაც აღმოჩნდა, რომ პატარა მონაკვეთზე სედანებისთვის რთულად მისასვლელი გზა იყო.

ადამიანებმა, რომელთაც ეს ამბავი გვითხრეს, მიხვდნენ, რომ ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩით.

ახალგაზრდა ბიჭი - ამიკო დვალი გვეუბნება: მანქანები ჩემს ეზოში დატოვეთ და ჩვენ წაგიყვანთ, გზა უკეთ ვიცითო  
ბევრი წინააღმდეგობა გავწიეთ, მაგრამ რაჭულმა სტუმარმასპინძლობამ, სიდინჯემ, კეთილმა გულმა, მთის სიჯიუტემ თავისი გააკეთა. 

ორი ოჯახის ნაცვლად ჩანჩქერზე წავედით უკვე სამი ოჯახით, ამიკო თავისი მეუღლით, შვილებით და ცოლის ძმა შაკოსთან ერთად წამოვიდა… გზაში გვიყვებოდნენ ადგილობრივ ლეგენდებს, როგორ იქცა ადგილი ტურისტულ ზონად და რა კეთდება ამისთვის, გვაჩვენებდა იმ ბილიკებს,სადაც ბავშვობაში მდინარეზე იპარებოდა მეგობრებთან ერთად.

ბოლოს დაბრუნებისას ოჯახშიც მოგვიპატიჟეს, არაჩვეულებრივი ლობიანი და ხვანჭკარაც დავაგემოვნეთ, დიდი თუ პატარა ყველა ტრიალებდა და ფუსფუსებდა, რათა სტუმრებისთვის მაქსიმალურად დასამახსოვრებელი აღმოჩენილიყო ეს პატარა ექსკურსია. მადლობა დიდი ამ საოცარ რაჭველებს და რაჭას“,- წერს გიორგი გაბუნია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მარიამობას გილოცავთ ჩემო საქართველო და ქართველებო...საქართველო ძლიერი ქვეყანაა მომავალში, ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო კავკასიაში“- ლელა კაკულია ვიდეომიმართვას ავრცელებს

⭕29 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება -

⭕„მეგონა, ორ დღეში დამთავრდებოდა ეს ამბავი, მაგრამ იმდენი გაზიარება ჰქონდა, მინიმუმ, ორი კვირა სულ ეს ვიდეო ხვდებოდა ყველას…“ - ეკა მჟავანაძე