მსოფლიოში ვერცხლის ფასები 36%-ით შემცირდა, რაც ისტორიული ანტირეკორდია. ოქრომ კი ღირებულების 12% დაკარგა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო 40 წლის განმავლობაში. ძვირფასი ლითონების ბაზრებზე ფასების მკვეთრი კლება 30 იანვარს დაფიქსირდა.
ბოლო პერიოდში ოქროსა და ვერცხლის ფასები მუდმივად იზრდებოდა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის, ომებისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) ახალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე. ინვესტორები და ცენტრალური ბანკები ოქროს „უსაფრთხო აქტივად“ განიხილავდნენ.
30 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის პოსტზე კევინ უორში წარადგინა. ბაზრებმა ეს ნაბიჯი აღიქვეს როგორც პროგნოზირებადი მონეტარული პოლიტიკის სიგნალი, რამაც ძვირფას ლითონებზე მოთხოვნა შეამცირა.