ოფიციალურად - ვიქტორ ოსიმენი კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს. „ნაპოლისა“ და თურქულ გუნდს შორის შეთანხმება 1-წლიან იჯარაზე შედგა.
25 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. „გალათასარაიმ“ ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
„გალათასარაის“ და „ნაპოლის“ შორის გარიგების დეტალები:
- ფეხბურთელი თურქულ გუნდში 2025 წლამდე დარჩება;
- თურქულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება;
- „გალათასარაი“ ფეხბურთელის ხელფასს მთლიანად გადაიხდის;
- „ნაპოლი“ 1-წლიან იჯარაში თანხას არ მიიღებს;
ოსიმენს „გალათასარაიში“ ახალი, 45 ნომერი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ ნიკოლას...“ - კახა კალაძის უმცროსი ვაჟი 6 წლის გახდა
⭕პარასროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა