Digest Logo

მამუკა მდინარაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვას სოციალურ ქსელში აზიარებს

1715576846
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში აზიარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვას მრევლისადმი.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა მრევლისადმი.

ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს! დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის. ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება.

მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: - ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ. შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულარული პროდუქტი

„ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი“ - მამა შალვა კეკელია

გარდაცვლილი შვილი, რეპრესირებული მამა და 82 წლის ასაკში აღებული დიპლომი - ყველაფერი იმედა კახიანის შესახებ