Digest Logo

„ყველა მიეჩვია იმ ფაქტს, რომ უკრაინელები იხოცებიან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

1716271118
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სურდა, რომ მისი პარტნიორები უფრო უშუალოდ ყოფილიყვნენ ომში ჩართული, თუმცა ესმის, რომ ისინი რუსეთის ანტაგონიზებას სიფრთხილით ეკიდებოდნენ.

როგორც ზელენსკი Reuters-თან ინტერვიუში ამბობს, დასავლელ მოკავშირეებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ყველა იმეორებს სიტყვას, რომელიც ნებისმიერ ენაზე ერთნაირად ჟღერს - ყველას ეშინია ესკალაციის. ყველა მიეჩვია, რომ უკრაინელები იხოცებიან“, - აცხადებს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქვეყანა ელოდება F-16-ებს, რომლებიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია.

„რუსები უკრაინის ტერიტორიაზე 300 თვითმფრინავს იყენებენ. ჩვენ, როგორც მინიმუმ 120-130 თვითმფრინავი გვჭირდება, რომ ჰაერში წინააღმდეგობა გავუწიოთ“, - ამბობს ზელენსკი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი“ - ხათუნა სამნიძის ემოციური პოსტი

„ასე არჩევენ ყვავილებს თუ რომელი გამოდგება ხელმეორედ შესაფუთად და გასაყიდად“ - რა ფოტოები ვრცელდება ქუთაისის სასაფლაოდან

⭕„ტროლების ახალი შემოტევა მაქვს, ძირითადი მესიჯბოქსია, რომ მახინჯი ბებერი ვარ და გავაფრინე“ – რას წერს მაია ასათიანი

წყარო: newshub.ge