Digest Logo

„მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი“ - ხათუნა სამნიძის ემოციური პოსტი

1716209286
ხათუნა სამნიძე

„რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელ ხათუნა სამნიძემ სიმსივნეს ებრძვის. მას ქიმიოთერაპიები უტარდება.

ხათუნამ სოციალურ ქსელში სკოლის დამთავრების დროინდელი ფოტო ამოაზიარა და წარსული გაიხსენა:

„ბოლო ზარის ლამაზმა ფოტოებმა გამახსენა…

ეს ჩემი ოთხმოცდაათიანების სკოლის დამთავრებაა. მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი, მიზანს მივაღწევდი, ყველაფერს..

არა, რაღაცები კარგად გადავდგი-გადმოვდგი, აღმართზე სიარულიც ვისწავლე,  მაგრამ იმდროინდელი თავდაჯერება და სილაღე რა მაგარია მერე მიზნებსაც რაღაც ემართება, დინებაზე მიყოლა ჩვეულებრივი რამ ხდება, ბარიერის წინ შეყოვნებაც გიწევს და შიშებიც იცოცხლე, ისეთი ბევრი და მრავალფეროვანია.

ჰოდა, მინდა ჩვენი მაგარი გოგოები და ბიჭები, დღეს რომ ხელმოწერებით აჭრელებულები გულს გვიხარებენ, სულ ასე ლაღები, მაგრები, მიზანდასახულები, ძლიერები და რწმენით სავსენი იყვნენ მერეც, სულ!

ჩვენც, ჩვენც, ისეთი დრო გამოვიარეთ, სულ უნდა გვქონდეს თვითრწმენა და ცხოვრების სიყვარული  სხვანაირად არ შეიძლება. Life is beautiful“, - წერს ხათუნა სამნიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ასე არჩევენ ყვავილებს თუ რომელი გამოდგება ხელმეორედ შესაფუთად და გასაყიდად“ - რა ფოტოები ვრცელდება ქუთაისის სასაფლაოდან

ვინ იყვნენ გარდაცვლილი ძმები, რომლებიც ეცერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

„ან როგორი არტისტია, ან როგორი მოქალაქეა, ან რა ადამიანია, ან რა პროფესიონალი“ - დათო ლიკლიკაძე ეკა მჟავანაძეზე