საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს ევროპის მოედანზე აქციის გამართვა დააანონსა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა მოქალაქემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლო მიღებამდე ევროპას ერთიანობა უნდა დაანახვოს.
„ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ამავე დროს ჩვენ გთავაზობთ, რომ 16 ივნისს შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე. დავინახოთ ერთადერთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. იქ იდგება ყველა რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. იქ არც სიტყვით გამოსვლები იქნება, არც ლოზუნგები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლიათ იმღერონ. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის ევროპა, რომ ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპისა, რომელიც ჩვენთვის საჭირო და მისაღებია. მოვუწოდებ, რომ აქციაზე მოვიდნენ ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. ვთხოვ ყველა პარტიას, მოვიდნენ, გადავფაროთ ყველა დაპირისპირება და ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵თიკა ფაცაციამ იმიჯი შეიცვალა - ნახეთ, ტელეწამყვანის ახალი ფოტოები