Digest Logo

„1 წლის შვილი მყავდა და აქტიურობის გამო, ჯერ სტატუსი შემიჩერეთ უნივერსიტეტში მარტოხელა დედას და მერე ყველა სამსახური უარს მეუბნებოდა“ - რას წერს ნათია ბერიძე

1655201423
ნათია ბერიძე და ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანსა და ვანო ჯავახიშვილზე უარყოფით სტატუს აქვეყნებს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ის მარტოხელა დედა იყო, უნივერსიტეტში სტატუსი შეუჩერეს და ყველა სამსახურზე უარი განუცხადეს.

„ვანო ჯავახიშვილი უმუშევარი დარჩაო და ნანუკა ტირის.  1 წლის შვილი მყავდა და აქტიურობის გამო, ჯერ სტატუსი შემიჩერეთ უნივერსიტეტში მარტოხელა დედას და მერე ყველა სამსახური უარს მეუბნებოდა, გავივლიდი გასაუბრებას ამიყვანდნენ, დილით სამსახურში უნდა გავსულიყავი და ღამე მირეკავდნენ ბოდიში ვეღარ აგიყვანთო, მიზეზი, რა თქმა უნდა, ისევ ჩემი აქტიურობა იყო…

სხვათა შორის ვანოსავით ფულები არ მიკეთებია, არც მე და არც ჩემს ოჯახს და ჩემი უსამსახურობა ჩემი მცირეწლოვანი შვილის შიმშილის ტოლფასი იყო, რომ არა ჩემი მშობლები ისიც მათი ღამის თენების, წვალების და უბედურების ხარჯზე!“, - წერს ნათია ბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ახლა ყურადღებით მომისმინეთ ჩვენმა ზოგიერთმა ე.წ. „კოლეგამ“ და არამარტო“ - ირაკლი ჩიხლაძის კომენტარი სკანდალურ სიუჟეტზე

🔵„ვეიგელას ბუჩქები მეფარება და ბაღის სტუმრები ვერ მხედავენ, მე კი მათი საუბარი მესმის, ევროპა არა ის“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

🎥 „რაღაცებზე დავხუჭე თვალი... საქმე უნდა გაარჩიო შენ საპირწონესთან“ - ლექს-სენის დაპირისპირება სტეფანესთან