შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „თბილისი პრაიდის“ წერილთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, „თბილისი პრაიდი“ არის ერთ-ერთი ის დაჯგუფება, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს შესაბამის დავალებებს, მითითებებს და ინსტრუქციებს კარნახობს.
„ამ განცხადებაში იკვეთება, რომ შარშანდელი დესტრუქციული არეულობების მცდელობებიც მათი ორგანიზაციული კონტექსტის შემადგენელი ნაწილია და ეს ყველაფერი მიუთითებს იმ გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ მოქმედებებზე, რომელიც ამ ადამიანებისგან საზოგადოებას აღარ უკვირს, თუმცა უკვე გაცხადებულად ჩანს ეს ადამიანები რა მიზანს ემსახურებიან და როგორ მოქმედებენ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: