Digest Logo

„ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, იმაში დარწმუნებულია, რომ ბიჭებს მოტივაცია ისედაც არ აკლდათ, უბრალოდ, ეს არის კეთილი ჟესტი, რომ ფეხბურთელებს კიდევ უფრო ანახვო, როგორ აფასებს ქვეყანა მათ თავდადებას“ - ლევან მაჭავარიანი

1720256787
ლევან მაჭავარიანი

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, იმაში დარწმუნებულია, რომ ბიჭებს მოტივაცია ისედაც არ აკლდათ. უბრალოდ, ეს არის კეთილი ჟესტი, რომ ფეხბურთელებს კიდევ უფრო ანახვო, როგორ აფასებს ქვეყანა მათ თავდადებას“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ფონდ „ქართუს“ მიერ ჯილდოს გადაცემის შესახებ განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის აბსოლუტურად ყველა არის თანასწორი. მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რა განცხადებას გააკეთებენ, ზოგადად სპორტსმენები, ამ შემთხვევაში ფეხბურთელები. ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ, ჩვენ ისინი გვეამაყებიან და ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ამან გაგრძელება პოვა, რა თქმა უნდა, როდესაც გუნდის კაპიტანმა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა მადლიერება გამოხატეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის კეთილი ჟესტის მიმართ, რომელიც არის უბრალოდ წახალისება იმიტომ, რომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, იმაში დარწმუნებულია, რომ ბიჭებს მოტივაცია ისედაც არ აკლდათ, უბრალოდ, ეს არის კეთილი ჟესტი, რომ ფეხბურთელებს კიდევ უფრო ანახვო, როგორ აფასებს ქვეყანა მათ თავდადებას და იმ გაწეულ ღვაწლს, რაც მათ ევროპის არენაზე გააკეთეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, ნაკრების წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან” 30 მილიონი ლარი მიიღეს პრემიის სახით, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების კაპიტნის მიერ ნაკრების სახელით გაკეთებული სამადლობელი განცხადება გაავრცელა.