„ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია და რეალურად ჩვენ ქართულ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენ ვართ ოპოზიციაში არნახული მასშტაბის გარე ძალებთან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 3 წლის განმავლობაში უამრავი უსამართლო განცხადება და დეზინფორმაცია იხილეს საქართველოს მიმართულებით.
„არიან ის ძალები, რომლებსაც აწყობთ, რომ ეს ომი გაჭიანურდეს. შესაბამისად, მეორე ფრონტიც იმიტომ აწყობდათ, რომ გაეფანტათ რუსეთის ყურადღება და უფრო გაჭიანურებულიყო ეს ომი. ამის მიღმა ძალიან დიდი ფინანსური ინტერესებიც დგას.
ჩვენ რეალურად ჩვენ ოპოზიციას კი არ ვუწევთ ოპონირებას, ჩვენი ოპოზიცია ძალიან მარტივი დასამარცხებელია, ჩვენ ვართ ოპოზიციაში სწორედ ამ არნახული მასშტაბის გარე ძალებთან. სამი წელია რაც ეს წნეხი დაიწყო ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ დროის განმავლობაში ვიხილეთ უამრავი უსამართლო განცხადება, ნაბიჯი, დეზინფორმაცია საქართველოს მიმართულებით, მაგრამ ყველაფერს ვუძლებთ და ძალიან მყარად ვდგავართ“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: