საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევმა სალომე ზურაბიშვილმა, ამჯერად შესაძლოა გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია.
როგორც ცნობილია, გერმანიაში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა 29 სექტემბერს ბერლინის სასტუმრო Aquino-ში, გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან საარჩევნო შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში უცხოელი პოლიტიკოსების მიერ საარჩევნო აგიტაციის ჩატარება, გერმანიის მთავრობის ნებართვას საჭიროებს, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ აკრძალულია.
მეტიც, გერმანიაში 2017 წელს მიიღეს ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, უცხოელ პოლიტიკოსებს მათ ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის წარმოება არჩევნებამდე 3 თვის განმავლობაში გერმანიაში ეკრძალებათ. ამის შესახებ იმავე წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა ქვეყნის საელჩოს აცნობა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის დიასპორასთან ვიზიტს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი გერმანიის პარლამენტის წევრი, მიხაელ როთი დაესწრო, მან საკუთარ x- გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც გერმანიაში საქართველოს საელჩოს სამარცხვინო უწოდა, ხოლო კონსტიტუციის დამრღვევ ზურაბიშვილის გამოსვლას მხარი დაუჭირა.
ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობისგან მიცემული ნებართვა, ქვეყანაში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „ლილი მენატრება“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ნოე სულაბერიძე?