Digest Logo

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

1727766979
თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო აქციას ჩვენი დედაქალაქიც უერთდება. კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რაც შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა დაავადების შორსწასული ფორმებისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“, რომელიც რომელიც ეროვნული სკრინინგ ცენტრის, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და „ევროპა დონა საქართველოსთან“ ჩართულობით მიმდინარეობს და მიმართულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციისკენ“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

„აღსანიშნავია, რომ 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ, ჩაიტარონ ძუძუს კიბოს უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.

კვლევებზე ჩასაწერად დაუკავშირდით ეროვნულ სკრინინგ ცენტრს: 2 20 35 35. ცენტრის მისამართებია:

საბურთალო, მ. ალექსიძის N1; დიდუბე, აკ. წერეთლის N69; ვარკეთილი, კალოუბნის N12; გლდანი, IV მიკრორაიონი N113ა“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქაოსური დღე გელოდებათ, შესაძლოა გარკვეული შეცდომები დაუშვათ“ - ნინა სუსლოვას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

🎥 „ვფიქრობ, ოჯახში კიდევ ერთი მუსიკოსი გვყავს“ - ბერა ივანიშვილი პატარა დადუსთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

„მომიყვა, რომ ასაკოვანი მეზობელი კაცი არასოდეს ესალმებოდა... დაკრძალვის მერე სახლში რომ დაბრუნდა, დახვდა სადარბაზოში და უთხრა...“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი