Digest Logo

„დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე მერამდენე წელია, ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია“ - თეა წულუკიანი

1711795854
თეა წულუკიანი და ბიძინა

„ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს,ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე მერამდენე წელია, ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა, ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ დღეს არ არსებობს ჩემთვის უფრო საპატიო მისია, ვიდრე თქვენთვის მადლობის თქმა. თქვენთვის, ვინც 2012 წლიდან და შემდგომ წლებში დადექით ამ პარტიის გვერდით და, შესაბამისად, იმ ღირებულებების აღსასრულებლად, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. მადლობა ამისთვის. მადლობა ჩვენს ახალ წევრებს და განსაკუთრებით, ჩვენზე უმცროს გოგონებსა და ქალებს, რომლებიც დღეს აქ არიან და რომლებიც შემოგვყურებენ იმედით, იცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ცხოვრება რთულია, ამას ჩვენი ბებიებიც გვეუბებოდნენ და ქალის ცხოვრება კიდევ უფრო რთულია, მაშინაც კი, როდესაც ბედნიერი ხარ. ამიტომ იცოდეთ, ვინც ჩვენზე უმცროსები ხართ, რომ ჩვენ აქ ვართ თქვენთვის და თუ რამე შეგვიძლია, თქვენ გვერდით გვიგულეთ.

ჩვენ, ყველამ ერთად დიდი გზა გამოვიარეთ. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ, ვიცავთ თავს და ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, წელს საარჩევნო წელია და საჭიროა, „ქართული ოცნების“ პარტიის ქალები და ქალთა ორგანიზაციის წევრები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

„მინდა, წინასწარ თითოეულ თქვენგანს, სოფლებში, ქალაქებში, ვინც იბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მადლობა გადაგიხადოთ ყველას სახელით და, რა თქმა უნდა, ვინც ახლა გვისმენს ტელეეკრანთან, მათ ასევე მოვუწოდო აქტიურობისკენ, რადგან არჩევნებზე მშვიდობასა და არეულობას შორის არჩევანის გაკეთება მოგვიწევს. არჩევანი იქნება მარტივი. ჩვენ ყველანი, ქალები და კაცები, ამ ქვეყანაში მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას მივცემთ ხმას.

ამ მაღალი ტრიბუნიდან, როგორც სპორტის მინისტრს, მეჩვენება, რომ არის საუკთესო შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო და პატივი მივაგო ჩვენი გამარჯვებული ფეხბურთელების მეუღლეებს, დედებსა და ბებიებს. იმ ქალებს, რომლებმაც ეს გამარჯვება ჩვენს სპორტსმენებთან ერთად მოიტანეს.

მინდა, დაგპირდეთ, რომ მომავალში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას, ქალბატონი ნინო წილოსანისა და ჩვენი შესანიშნავი გამგეობისა და რეგიონული ხელმძღვანელების ზედამხედველობის ქვეშ. მინდა, თქვენსავით, თქვენ გვერდით მიგულოთ „ქართული ოცნებისა“ და ქალთა ორგანიზაციის რიგით ჯარისკაცად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

⭕„აპრილი თქვენთვის იქნება ფეიერვერკული თვე, მთავარი მოთამაშე ხართ“ - თვის მთავარი გამოწვევები და რისკები ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, როცა ნაკრებში არ იძახებდნენ, ბედნიერი ოჯახი, ოცნება და ამბავი სიყვარულისა - „დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს…“

 „ჩვენ მზად ვართ მიგიღოთ, მიყვარხართ მთელო საქართველო“ - ბუდუ ზივზივაძის მამა