Digest Logo

„ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით“ - ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობლივ განცხადებაზე

1713449050
თამარ ჩერგოლეიშვილი

„მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიების: „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“„დროა“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“ ერთობლივ განცხადებას.

როგორც ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე წერს, ეს პარტიები ტყუილებით ვერაფერს მიაღწევენ.

„ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება. ეს არის ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება - მომხრე ვარ გაერთიანდნენ და საზოგადოების დაბნევა შეწყვიტონ, თითქოს რამე განასხვავებთ ერთმანეთისგან. და ეს თვითმარქვიები ვერაფერს მიაღწევენ ამ ტყუილებით. თავად ამ ტექსტის დასაწყისი საუკეთესოდ ასახავს, რატომ არიან ლუზერები“, - წერს თამარ  ჩერგოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის ისინი „სრულ კოორდინაციას და მობილიზაციას“ აცხადებენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მესტიაში მეწყერი ჩამოწვა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები“ - კაპიტონ ჟორჟოლიანი

⭕„არ ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ ეს ჩემთვის მიუღებელია და მორჩა!“ - თაკო აბაშიძე მშობლებზე, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვთ 

 ⭕ „საქართველომ თავისი ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა“ - ბაბი კირკიტაძე