Digest Logo

„გამჭვირვალობის კანონზე მისი განცხადება არ მომისმენია, ცუდია“ - ნიკა მელია ზაზა ფაჩულიაზე

1719343788
 ნიკა მელია ზაზა ფაჩულია

„შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია“, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საწყენია, რომ ფაჩულიას და ზოგადად, „დასავლეთში ფეხადგმულ“ წარმატებულ ადამიანებს ხმა არ ამოუღიათ იმ დროს, როდესაც ერი გაერთიანდა.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საწყენია როდესაც დასავლეთისგან იზოლირებული ხდები მხოლოდ და მხოლოდ შენი უფროსის დავალებით. მთელს საერთაშორისო საზოგადოებას აფიქრებინებ უკვე მკაფიოდ, რომ გეზი, საგარეო-პოლიტიკური კურსი აღებულია რუსეთისკენ. მთელი ერი ერთიანდება და ამ დროს წარმატებული ქართველები არსებობენ, დასავლეთში ფეხადგმულები და ხმას არ იღებენ - საწყენია. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაპატიეთ თუ ზაზა ფაჩულიას განცხადება გაკეთებული აქვს, უცბად გამახსენდა“, - განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, როცა ნაკრებში არ იძახებდნენ, ბედნიერი ოჯახი, ოცნება და ამბავი სიყვარულისა - „დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს…“

🎥 „ყოჩაღ დათი, რა კარგად გადახტი უკვე დახმარების გარეშე“ - რა ვიდეოს აქვეყნებს დათი ქოქრაშვილის დედა?

🎥 „და მე კი ვბერდები ვბერდები უშენოდ“ - ნინო ნაყეურის შესრულება დედასთან ერთად, რომელიც სოცქსელს იპყრობს