Digest Logo

გია ვოლსკი: სააკაშვილის წინ წამოწევა და პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა ძალიან რთულია, ეს სალომე ზურაბიშვილსაც ხელს შეუშლის

1718186468
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე აცხადებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთას სააკაშვილის დასაცავად აქტიური პოზიცია არ გამოუხატავს.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილის წინ წამოწევა, პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა რთული იქნება და ეს სალომე ზურაბიშვილსაც ხელს შეუშლის.

„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ აშკარა პრობლემაა, რომ არც მიშა სააკაშვილის თემით პარტიის ლიდერად მოსულ ხაბეიშვილს და არც „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთას სააკაშვილის დასაცავად აქტიური პოზიცია არ გამოუხატავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დამნაშავესთან გვაქვს საქმე და რაც აქამდე მოვიფიქრეთ, სიმულანტობა იყოო. სააკაშვილის წინ წამოწევა და პოლიტიკური პროცესების სათავეში მოყვანა ძალიან რთულია. რასაკვირველია, ეს სალომე ზურაბიშვილსაც შეუშლის ხელს“, - აღნიშნა ვოლსკიმ პირველ არხთან საუბრისას.  

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინც ეძებს სიყვარულს ზაფხულში ეძებოს, ზამთარში ვერ იპოვის... დავბერდი, მაგრამ ისევ მინდა ვინმემ ყვავილები მაჩუქოს“ - ზაფხულის დაუვიწყარი მოგონებები

⭕ „ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა იოანე ზოსიმეს შედევრის შეძენითა და საქართველოსათვის გადაცემით ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო“ - საქართველოს მუზეუმთა ალიანსი

🎥 რომელი ნივთიერებების შემცველი პროდუქტების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს? - ზაზა თელიას რჩევები