საქართველოს მუზეუმთა ალიანსი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენასა და ეროვნულ მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც მუზეუმთა ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, ხელნაწერის საქართველოსთვის გადაცემა, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტია.
„საქართველოს მუზეუმთა ალიანსი ულოცავს საქართველოს სამეცნიერო და სამუზეუმო საზოგადოებას იმ გამორჩეულ შენაძენს რომელიც ჩვენი ქვეყნის საკუთრება გახდა. ეს არის დიდი ეროვნული მოვლენა და მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა იოანე ზოსიმეს შედევრის შეძენითა და საქართველოსათვის გადაცემით ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ხელნაწერი მსოფლიო მნიშვნელობის არტეფაქტია, ის შედგენილია არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია მე-5 მე-7 საუკუნეებით, ხოლო იოანე ზოსიმეს ხელნაწერი 979 წლით თარიღდება. საქართველოს მუზეუმთა ალიანსი მიესალმება იმ გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც ეს წმინდა ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, ხელნაწერი ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში (ოქროს ფონდში)“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ზოსიმეს ხელნაწერი „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს“ - კობა ფარტენაძე