Digest Logo

გიგა ბოკერია: ნაცმოძრაობამ „ოცნებას” მიჰბაძა და გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანები სახედ აქცია, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი

1663394502
ბოკერია ჩარკვიანი

ნაცმოძრაობამ “ოცნებას” მიჰბაძა და გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანები სახედ აქცია, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„იმ კლიმატს, რაც ივანიშვილმა შექმნა _ ყველაფერი მოსულა: იმის ყიდვა, ამის წამოყვანა, იმისი გადაყვანა, გუშინ სრულიად მიუღებელი ადამიანის მიღება, ისე რომ არც ხსნი ამას, პოლიტიკური პარტიების ნაწილმა მიჰბაძა. ყველაზე მკაფიოდ, ეს “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო, ასეთი ადამიანები გახდნენ სახე ამ კოგლომერატის. მაგალითად გუბაზ სანიკიძე, ის ხომ იყო განსახიერება ყველაფერი იმისა, რაც ვარდების რევოლუციას და მის რეფორმებს უპირისპირდება. ასევე თაკო ჩარკვიანი და ბევრია ასეთი” ,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.