Digest Logo

„გიორგი ვაშაძის მიერ „აუტისტის“ სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ფსკერი“ - რატი იონათამიშვილი

1718859898
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

„გიორგი ვაშაძის მიერ „აუტისტის“ სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის ფსკერი, მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი გადაცემაში „პირველი ხაზი“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას.

იონათამიშვილმა ვაშაძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

„მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! ჯერ ერთი, აუტისტი ადამიანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობა და მერე, ადამიანის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა! ცალკე საკითხია, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი უტარებს ამას და არ აქვს რეაქცია.

ვაშაძეც და მისი თანაგუნდელებიც ვალდებული არიან, გამოვიდნენ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და აიღონ ამ სამარცხვინო სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა“,- წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:  

საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - ზურიკო დავითაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

🎥 „ჩემი ერთი წლის ასაკის შვილიშვილიდან დაწყებული, ოჯახის უხუცესი წევრით დამთავრებული ყველანი საოცრად ამაყი ვიყავით“ - ქეთი ასათიანი ნაკრების თამაშზე