Digest Logo

საქალაქო სასამართლოში დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

1718797846
12 წლის გოგო

საქალაქო სასამართლოში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე მტკიცებულების დაზიანების საქმე განიხილება. სამედიცინო ექსპერტს პროკურატურა დნმ მტკიცებულების დაზიანებას ედავება, რამაც გამოძიების პროცესს ხელი შეუშალა.

ექსპერტი ბრალს არ აღიარებს. ოჯახის მოთხოვნით და პროკურატურის შუამდგომლობით, საექსპერტო ნიმუშები ჰააგაში გაიგზავნა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით საექსპერტო ბიუროს რამდენიმე თანამშრომელი იკითხება.

„აუცილებლად უნდა დაისაჯოს მკაცრად, მთელი კანონის სიმკაცრით. მჯერა, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოწმეების დაკითხვის შემდგომ და პირი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი მოვალეობები, დაისჯება და მოხვდება ციხეში“, - განაცხადა ანი იანუშაიტეტეს დედამ, ნატო ხუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანა იანუშაიტიტეს ცხედარი პეტრიწის ქუჩაზე 2023 წლის მარტში იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:  

„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ - ზურიკო დავითაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს

🎥 „ჩემი ერთი წლის ასაკის შვილიშვილიდან დაწყებული, ოჯახის უხუცესი წევრით დამთავრებული ყველანი საოცრად ამაყი ვიყავით“ - ქეთი ასათიანი ნაკრების თამაშზე

🎥 ვინ მიიღებს მოულოდნელ საჩუქარს და ვის მხარეს იტრიალებს ფორტუნა? - 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

წყარო: rustavi2.ge