Digest Logo

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

25 აპრილი 8:04
ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა „გორგასლის ოფისში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის „ქართული ოცნების“ გულშემატკივრად რჩება, თუმცა, თავად პოლიტიკიდან მიდის.

„მოგესალმებით, ქრისტე აღსდგა! კიდევ ერთხელ, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. დღეს, მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი - 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, მეორედ - 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე.